HireFT
Browse JobsHow it worksPricingAboutSuccess Stories
    Back to jobs
    AC

    Academy of Digital Industries

    Digital Services

    Cloud Computing Mentor GEO

    Tbilisi, GeorgiaHybridContractPosted 1mo ago
    All Academy of Digital Industries jobs

    Job description

    ADI-ის შესახებ

    ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
    დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
    2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა
    Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

    როლის მოკლე აღწერა

    ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ Cloud Computing მენტორს (AWS / Azure), რომელიც უხელმძღვანელებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, შექმნილს მომავალი Cloud ინჟინრებისა და DevOps სპეციალისტებისთვის. საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა გამოცდილი Cloud ან DevOps ინჟინერი, რომელსაც სურს გაუზიაროს სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული ცოდნა და დაეხმაროს მათ, ჩამოაყალიბონ ის ტექნიკური საფუძველი, რომელიც საჭიროა თანამედროვე ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სფეროში განვითარებისთვის.

    მენტორი სტუდენტებს გაუძღვება საბაზისო საინფრასტრუქტურო ცნებებიდან - მათ შორის Linux-ი, ქსელები და უსაფრთხოება - ღრუბლოვანი გარემოების დიზაინის, დანერგვისა და მართვის ეტაპებამდე, წამყვანი ღრუბლოვანი პლატფორმების, როგორიცაა Amazon Web Services (AWS) ან Microsoft Azure, გამოყენებით.

    ძირითადი მოვალეობები:

    • გულმხურვალედ გაუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა, უხელმძღვანელოთ და დაუჭიროთ მხარი მათ განვითარებას.

    • წაუძღვეთ ონლაინ და ადგილზე ჩატარებულ ვორქშოფებს, დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ ჩართულობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

    • ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები ღრუბლოვანი გამოთვლების საკითხებზე, წამყვანი პლატფორმების - AWS ან Microsoft Azure - გამოყენებით.

    • გადასცეთ სტუდენტებს Cloud ინჟინერიისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა - Linux, ქსელები, ვირტუალიზაცია და კიბერუსაფრთხოება - სანამ გადავლენ ღრუბლოვანი არქიტექტურის შესწავლაზე.

    • უხელმძღვანელოთ სტუდენტებს რეალურ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურის დანერგვის, კონფიგურაციის, სერვერების მართვისა და პრობლემების მოგვარების სავარჯიშოებში.

    • აჩვენოთ საუკეთესო პრაქტიკები ღრუბლოვან არქიტექტურაში - scalability, მონიტორინგი, საცავები, ქსელები,  identity management და უსაფრთხოება.

    • წაუძღვეთ პრაქტიკულ ვორქშოფებს, სადაც სტუდენტები რეალური ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით ააშენებენ და დანერგავენ ინფრასტრუქტურას.

    • გაუწიოთ მენტორობა სტუდენტებს კურსის მანძილზე - შეამოწმოთ დავალებები, მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი და დაეხმაროთ მათ ტექნიკურ განვითარებაში.

    • მოამზადოთ სტუდენტები საწყისი დონის Cloud და DevOps პოზიციებისთვის, ასევე ისეთი სერტიფიკატებისთვის, როგორიცაა AWS Certified Cloud Practitioner, AWS Solutions Architect – Associate, ან შესაბამისი Microsoft Azure სერტიფიკატები.

    • შექმნათ მოტივირებული, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემო.

    • იყოთ ინფორმირებული უახლეს ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, DevOps პრაქტიკებზე, ავტომატიზაციის ხელსაწყოებსა და ღრუბლოვანი უსაფრთხოების სტანდარტებზე და სასწავლო გეგმაში მათი ინტეგრაცია.

    • მოარგოთ სილაბუსი ADI-ის საგანმანათლებლო ხედვას — 10 ვორქშოფი, თითოეული 2 საათის ხანგრძლივობით, ისეთი თემებით, როგორებიცაა:

      • Cloud Computing საფუძვლები

      • Linux Cloud ინჟინრებისთვის

      • ქსელური საფუძვლები (TCP/IP, DNS, VPN)

      • ღრუბლოვანი უსაფრთხოების საფუძვლები

      • Compute, Storage და Networking სერვისები

      • იდენტობისა და წვდომის მართვა (IAM)

      • ინფრასტრუქტურის დანერგვა

      • მონიტორინგი და საუკეთესო ღრუბლოვანი პრაქტიკები

      • DevOps-ისა და ავტომატიზაციის შესავალი

      • ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დასკვნითი პროექტი

    ძირითად მოთხოვნები:

    • 3+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Cloud ინჟინრად, DevOps ინჟინრად, სისტემურ ადმინისტრატორად ან მსგავს საინფრასტრუქტურო პოზიციაზე.

    • Amazon Web Services (AWS) ან Microsoft Azure-ში მაღალი დონის პრაქტიკული გამოცდილება. Google Cloud Platform (GCP)-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

    • ღრმა ცოდნა ღრუბლოვან სერვისებში — გამოთვლები, საცავები, მონაცემთა ბაზები, ქსელები, იდენტობის მართვა და უსაფრთხოება.

    • Linux სისტემების ადმინისტრირების მაღალი დონის ცოდნა.

    • ქსელური ცნებების საფუძვლიანი ცოდნა — TCP/IP, DNS, VPN, მარშრუტიზაცია და ქსელური უსაფრთხოება.

    • ღრუბლოვანი უსაფრთხოების პრინციპებისა და ინფრასტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა.

    • სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.

    • რთული ღრუბლოვანი არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ცნებების ნათლად, პრაქტიკულად და საინტერესოდ ახსნის უნარი.

    • შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

    • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.

    • ტექნიკური ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

    • ინდუსტრიული სერტიფიკატები, როგორიცაა AWS Certified Cloud Practitioner, AWS Certified Solutions Architect, Microsoft Certified: Azure Administrator Associate ან მათი ეკვივალენტები, ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

    • მენტორობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.

    • ქართული ენის თავისუფალი ფლობა (C2).

    ჩვენ გთავაზობთ

    • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

    • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

    • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;

    • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას;

    • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;

    • რეფერალ პროგრამას;

    • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    AC

    About the company

    Academy of Digital Industries

    A company focused on digital industries, likely offering training or services.

    View all Academy of Digital Industries jobs
    Industry
    Digital Services
    Open roles
    11

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.