HireFT
Browse JobsHow it worksPricingAboutSuccess Stories
    Back to jobs
    AC

    Academy of Digital Industries

    Digital Services

    Social Media Mentor GEO

    Tbilisi, GeorgiaOn-SiteContractPosted 1mo ago
    All Academy of Digital Industries jobs

    Job description

    ADI-ის შესახებ

    ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს. თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხებდა თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.

    დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით  მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.

    2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.

    ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.

    ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.

    როლის მოკლე აღწერა

    ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ სოცმედია მენეჯერს, რომელსაც სურს თავისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიაროს სტუდენტებს.

    მენტორის მიზანია პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, რაც დაეხმარება სტუდენტებს განივითარონ სტრატეგიული აზროვნება, კრეატიულობა და თავდაჯერებულობა სოციალური მედიის პლატფორმების პროფესიონალურად მართვაში.

    ძირითადი მოვალეობები

    • ცოდნის გაზიარების, მენტორობის და სტუდეტებთან ურთიერთობის სურვილი;

    • როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ გარემოში ვორქშოპების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს და პროექტის მოდელზე დაფუძნებულ სწავლებას;

    • სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით;

    • სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;

    • ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;

    • დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება.

    • 3–5+ წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის ან ციფრული მარკეტინგის მართვის მიმართულებით

    • ბრენდებთან, სააგენტოებთან ან ფრილანსერად მუშაობის გამოცდილება

    • სოციალური მედიის პლატფორმების, ტრენდებისა და ალგორითმების ძლიერი ცოდნა

    • სწავლების მიმართ ინტერესი და სტუდენტების მოტივირების და შთაგონების უნარი;

    • სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან მუშაობის უნარი;

    • ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;

    • მენტორობის ან სწავლების გამოცდილება უპირატესობაა (მაგრამ სავალდებულო არაა)

    • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე.

    ჩვენ გთავაზობთ:

    • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

    • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;

    • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;

    • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;

    • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;

    • რეფერალ პროგრამას;

    • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    AC

    About the company

    Academy of Digital Industries

    A company focused on digital industries, likely offering training or services.

    View all Academy of Digital Industries jobs
    Industry
    Digital Services
    Open roles
    11

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.