HireFT
Browse JobsHow it worksPricingAboutSuccess Stories
    Back to jobs
    CE

    Cellfie Mobile

    Telecommunications

    სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი

    Tbilisi, GeorgiaOn-SiteFull-timePosted Yesterday
    All Cellfie Mobile jobs

    Job description

    სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტის როლზე.
    სამუშაო ადგილი თბილისი,

    ამ როლში შენ:

    **შეიმუშავებ და მართავ Cellfie-ის სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn, YouTube და სხვ.) კონტენტ სტრატეგიასა და კონტენტ-კალენდარს;
    **შექმნი და გამოაქვეყნებ ბრენდისა და პროდუქტული კამპანიების მიზნების შესაბამის კონტენტს;
    **ითანამშრომლებ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებასთან საერთო კამპანიებისა და ბიზნეს მიზნების მხარდასაჭერად;
    **მართავ სოციალურ მედიაში მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ჩართულობას, თვალს ადევნებ აუდიტორიის კომენტარებსა და განწყობას სოციალურ მედიაში და დროულად უპასუხებ მათ;
    **კოორდინაციას გაუწევ შესაბამისი კრეატორებისა და ინფლუენსერების ჩართულობასა და თანამშრომლობას სოციალური მედიის აქტივობებისთვის;
    **გაუწევ მონიტორინგს არხების შედეგებს, გააანალიზებ ძირითად მაჩვენებლებს, მოამზადებ რეპორტებს და შეიმუშავებ გაუმჯობესების კონკრეტულ რეკომენდაციებს;
    **აღმოაჩენ ახალ ტრენდებს, ფორმატებსა და ბრენდისთვის რელევანტურ შესაძლებლობებს და მოახდენ მათი გამოყენების ინიციირებას.

    თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:

    **სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
    **კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ-კალენდრის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
    **Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და YouTube პლატფორმების სპეციფიკისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
    **კონტენტის ბრენდისა და პროდუქტული კამპანიების მიზნების შესაბამისად შექმნისა და ადაპტირების უნარი;
    **მომხმარებლებთან კომუნიკაციის, community management-ისა და უკუკავშირზე/კრიტიკულ კომენტარებზე რეაგირების გამოცდილება;
    **კრეატორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობების კოორდინაციის გამოცდილება;
    **სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყოების (Meta Business Suite, TikTok Analytics, Google Analytics და სხვ.) ცოდნა და მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტინგის უნარი;
    **ტრენდებზე ორიენტირებულობა და ახალი ფორმატების ტესტირების ინიციატივის უნარი;
    **ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
    **ორგანიზებისა და ერთდროულად რამდენიმე არხზე/კამპანიაზე მუშაობის უნარი.

    დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
    Paid Social/სარეკლამო კამპანიების მართვის გამოცდილება;
    ტელეკომის, ტექნოლოგიური ან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გამოცდილება.

    გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი
    განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი, 2026.

    რატომ სელფი

    ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
    ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

    ჩვენ ვაფასებთ: 
    •    პასუხისმგებლობას (Ownership)
    •    საქმის ხახრისხიან შესრულებას
    •    პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

    სელფი მობაილში შეგიძლია: 
    •    დასახო ამბიციური მიზნები
    •    თამამად გამოხატო შენი აზრი
    •    ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
    •    ისწავლო და ასწავლო სხვებს.

    ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
    •    ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
    •    პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
    •    სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
    •    კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
    •    გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    CE

    About the company

    Cellfie Mobile

    We are building a TechCo - more than a traditional telecom company - that creates digital products, operates on data, and rapidly turns ideas into real results. For us, connectivity is not just about networks. It’s about bringing people and opportunities closer together through digital product development, data-driven decision-making, and most importantly - creating unique, personalized experiences for our customers. Our mission is simple yet ambitious: “Give People the Opportunity to be closer to each other” Working at Cellfie means being part of a transformation that will define Georgia’s digital landscape in the years to come.

    View all Cellfie Mobile jobs
    Industry
    Telecommunications
    Open roles
    3

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.