HireFT
Browse JobsHow it worksPricingAboutSuccess Stories
    Back to jobs
    TB

    Tbcbank

    Financial Services

    სალაროს გამგე - წყალტუბოს ს/ც 1

    წყალტუბო, GeorgiaOn-SiteFull-timePosted 22h ago
    All Tbcbank jobs

    Job description

    სალაროს გამგის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

    შენ, როგორც სალაროს გამგე:

    • გააკონტროლებ საკასო ოპერაციებს;
    • აწარმოებ კლიენტების ინკასაციით მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურებს;
    • აწარმოებ მკაცრი აღრიცხვის ბლანკებისა და სხვადასხვა ფასეულობის მიღება-გაცემის ოპერაციებს;
    • უზრუნველყოფ ფილიალის საცავსა და საღამოს სალაროს შორის ნაღდი ფულის მოძრაობასთან (სავანსო თანხების გაცემა და მიღება) დაკავშირებული პროცედურებს
    • აწარმოებ სათავო ბანკის საცავიდან ნაღდი ფულით ფილიალისთვის სალაროს გამაგრების ოპერაციებს
    • უზრუნველყოფ სალაროს ყოველდღიური ნაშთის ლიმიტის კონტროლს შესაბამისი პროცედურების დაცვით;
    • უზრუნველყოფ სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას და მათ სათანადო შენახვას;
    • უზრუნველყოფ ფულის და სხვა ფასეულობების საცავში დადგენილი წესისამებრ შენახვას ;
    • დადგენილი პერიოდულობით ან სხვა შემთხვევაში უზრუნველყოფ სალაროს ფასეულობის რევიზიისთვის აუცილებელ ღონისძიებებს;
    • უზრუნველყოფ  თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობას სალაროს გამართული ფუნქციონირებისთვის;
    • ადეკვატურად და ოპერატიულად ირეაგირებ ოპერაციებში შცდომების ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში
    • აუცილებელია მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
    • საბანკო პროდუქტებისა და პროგრამების, ტარიფების ცოდნა;
    • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
    • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

    ველოდებით  გამოხმაურებას თუ:

    • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
    • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
    • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული
    • გაქვს ლიდერობის უნარი
    • გაქვს გუნდის შეკვრის უნარი
    • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    TB

    About the company

    Tbcbank

    We are TBC - a technology driven company, powered by a courageous and purposeful team that creates customer-tailored services, products, and opportunities.  Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.   We’re here to support your growth and success - just believe in yourself. 

    View all Tbcbank jobs
    Industry
    Financial Services
    Open roles
    58

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.