HireFT
Browse JobsHow it worksPricingSuccess Stories
    Back to jobs
    TB

    Tbcbank

    Financial Services

    დირექტორის ასისტენტი

    თბილისი, GeorgiaHybridFull-timePosted 2w ago
    All Tbcbank jobs

    Job description

    როლის მიზანია დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერა: კალენდრისა და დროის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, შიდა და გარე მხარეებთან კომუნიკაციის კოორდინაცია და, საჭიროებისამებრ, ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა.

    ძირითადი პასუხისმგებლობები

    1. კალენდრისა და დროის მართვა

    • დირექტორის კალენდრის დაგეგმვა და მართვა - შეხვედრების განაწილება ისე, რომ დირექტორის დრო ეფექტურად იყოს გამოყენებული;
    • შეხვედრების პრიორიტეტიზაცია დღის წესრიგის და მიმდინარე საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით;
    • რეგულარული შეხვედრების, კომიტეტების, გარე ვალდებულებებისა და მივლინებების წინასწარ გათვალისწინება და კალენდარში ასახვა.

    2. შეხვედრების ორგანიზება და მომზადება

    • შეხვედრების დაჯავშნა, მონაწილეთა კოორდინაცია და ლოგისტიკური საკითხების მოგვარება;
    • საჭირო მოსამზადებელი მასალების (დღის წესრიგი, წინასწარი ინფორმაცია, დოკუმენტაცია) დროულად შეგროვება და მიწოდება;
    • შეხვედრებიდან გამომდინარე დავალებების აღრიცხვა და შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი.

    3. კომუნიკაცია და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა (Stakeholder Management)

    • დირექტორის contact person ფუნქციის შესრულება შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან;
    • ეფექტური სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან და გუნდთან;
    • კორესპონდენციის მართვა, საკითხების დროული გადამისამართება და საჭიროებისამებრ დირექტორთან ესკალაცია;

    4. ღონისძიებებისა და დამატებითი აქტივობების მხარდაჭერა

    • პერიოდული ჩართულობა გუნდური შეხვედრების, ღონისძიებებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებაში;
    • მგზავრობის, ლოგისტიკისა და ხარჯების ადმინისტრირება;
    • დოკუმენტაციის მომზადება და ორგანიზება დირექტორის მონაწილეობით გასამართი შეხვედრებისთვის;
    • საჭიროებისამებრ, მხარდაჭერა ad hoc პროექტებსა და საკოორდინაციო საკითხებში.
    • მაღალი რგოლის მენეჯერების ადმინისტრაციული მხარდაჭერის გამოცდილება, სასურველია საბანკო ან ფინანსური სერვისების სექტორში;
    • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (წერილობითი და ზეპირი);
    • კალენდრის, ელფოსტისა და სხვა საქმესთან დაკავშირებული აპლიკაციების (Outlook, Google Workspace და ა.შ.) კარგად ფლობა.

    კომპეტენციები

    • ორგანიზებულობა და პროაქტიულობა - რამდენიმე საკითხის პარალელურად მართვის და საჭიროებებზე სწრაფი და წინასწარ რეაგირების უნარი;
    • დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა — შიდა და გარე მხარეებთან ეფექტური და პროფესიული თანამშრომლობა;
    • კომუნიკაცია - აზრის მკაფიოდ და კორექტულად ჩამოყალიბება როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
    • დისკრეცია და სანდოობა - კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლობით მუშაობა;

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    TB

    About the company

    Tbcbank

    We are TBC - a technology driven company, powered by a courageous and purposeful team that creates customer-tailored services, products, and opportunities.  Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.   We’re here to support your growth and success - just believe in yourself. 

    View all Tbcbank jobs
    Industry
    Financial Services
    Open roles
    134

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.