HireFT
Browse JobsHow it worksPricingAboutSuccess Stories
    Back to jobs
    TB

    Tbcbank

    Financial Services

    ფილიალის დირექტორი - თელავის ფილიალი

    თელავი, GeorgiaOn-SiteFull-timePosted Yesterday
    All Tbcbank jobs

    Job description

    როლის მიზანი:

    ფილიალის დირექტორი წარმოადგენს ფილიალის ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის სტრატეგიის ეფექტურ შესრულებას. მართავს ფილიალის ოპერაციულ/ადმინისტრაციულ საქმიანობას საცალო სეგმენტის ბიზნეს მიმართულებით. ქმნის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდს და უზრუნველყოფს მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებას.

    ძირითადი პასუხისმგებლობები

    ბიზნეს ამოცანები:

    • მას სეგმენტის გაყიდვების პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების უზრუნლვეყოფა
    • ფილიალის მოქმედების არეალში, საცალო სეგმენტის პორტფელის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა
    • ფილიალის მოქმედების არეალში კონკურენტების ანალიზი (პროდუქტები, არხები) და შესაბამისი გაუმჯობესების დაგეგმვა და უზრუნველყოფა
    • გეგმების შესრულების მართვა - კონტროლი, გადახრების ანალიზი, შესრულების გაუმჯობესების გზების დაგეგმვა და ეფექტური აღსრულება
    • ფილიალის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მომგებიანობის და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება
    • ფილიალში არსებული სეგმენტური გუნდების მხარდაჭერა და ეფექტური კოორდინაცია დასახული მიზნების მისაღწევად
    • ფილიალის მოქმედების არეალში, მნიშვნელოვან კლიენტებთან ურთიერთობა

    მომსახურების ხარისხის მართვა/მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა

    • მომსახურების ერთიანი  და მაღალი  სტანდარტის დაცვა
    • მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
    • ფილიალში მომსახურების სტანდარტის დანერგვა და მონიტორინგი, მათ შორის თანამშრომელთა პროფესიული, ვიზუალური სტანდარტები, დრესკოდი და ქცევის წესები
    • ფილიალის გარემოსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებულობის დაცვა

    გუნდის მართვა და განვითარება:

    • საცალო ბიზნესის ლიდერული და არალიდერული როლის თანამშრომლების შერჩევა
    • შედეგებზე ორიენტირებული და მოტივირებული გუნდის შექმნა
    • თანამშრომლების განვითარება და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭრა
    • რეგულაური უკუკავშირის კულტურის დანერგვა
    • გუნდის რესურსების ეფექტური დაგეგმვა

    რისკის და კონტროლის მართვა

    • ფილიალის საქმიანობაში წარმოშობილი რისკების გამოვლენა, შეფასება, მონიტორინგი და კონტროლი
    • შიდა აუდიტით გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარება
    • ფილიალის ფარგლებში, კომიტეტის ოქმებით განსაზღრული ადმინისტრაციული ვალდებულებების მართვა
    • ფილიალში ქეშ მენეჯმენტის პროცესის მართვა და ოპერაციული მუშაობის მონიტორინგი ფინანსური სტანდარტებისა და რისკების გათვალისწინებით
    • ოპერაციული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა

    ფილიალების ადმინისტრაციული და ოპერაციული მართვა

    • რესურსების ეფექტური განაწილება, თანამშრომელთა დატვირთვისა და პროდუქტიულობის მართვა
    • სხვადასხვა სეგმენტიდან წამოსული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე, ადმინისტაციულ მართვაში ჩართვა და მხარდაჭერა
    • ფილიალის ადმინისტრაციული მართვა

    სასურველი კვალიფიკაცია

    • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები);

    სავალდებულო კვალიფიკაცია

    • ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    • გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების სფეროში;
    • გუნდების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

    ​ველოდებით გამოხმაურებას თუ:

    • გუნდური მუშაობით,  აძლიერებ და ქმნი ღირებულებებს;
    • ღია ხარ ახალი შესაძლებლობებისთვის და ცვლილებებისთვის
    • ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
    • გაქვს საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
    • გაქვს წარმატებული მაგალითები ადამიანების მოტივირებასა და თანამშრომლების საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში.
    • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

    თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

    თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

    • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
    • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
    • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
    • ანონიმური წერილი
    • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

    დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

    Job details are sourced from the employer's original posting.

    Open job posting
    TB

    About the company

    Tbcbank

    We are TBC - a technology driven company, powered by a courageous and purposeful team that creates customer-tailored services, products, and opportunities.  Through innovation and technology, we fulfill our mission and make people’s lives easier.   We’re here to support your growth and success - just believe in yourself. 

    View all Tbcbank jobs
    Industry
    Financial Services
    Open roles
    63

    Interested in this role?

    Apply with HireFT

    Free to start — no card required.

    Your fit

    How well do you match?

    Sign in to see how your résumé lines up with this role.